“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა:
“ყველა დაგხვდებით მიშა, ვინც შენს რეჟიმს უწამებია, ვისი ოჯახის წევრიც მოგიკლავს, ვინ უკანონოდ დაგიჭერია, ყველა ეს ადამიანი დაგხვდებით აეროპორტში! შევკრებ ყველას და დაგელოდებით, ოცნებამ გაგიშვა, პასუხი არ მოგთხოვა, შენი პარტია ნაგვიდან ამოიღო და მთავარ ოპოზიციად აქცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხალხს დაგვავიწყდა შენი ბინძური საქმეები !
ჩამოდი მიშა, ჩამოდი, გელოდებით! ისიც გახსოვდეს, რომ შენს მომხრეებზე ბევრად მეტი შენგან ნაწამები ხალხი ვიქნებით! 574370473 ეს ჩემი ტელეფონია მეგობრებო, 2 ოქტომბერს აეროპორტში შევიკრიბოთ ყველა!!!
დამიკავშირდით და დავიგეგმოთ როგორ წავიდეთ! დილიდანვე იქ ვიყოთ რომ პოლიციამ არ შეგვიქმნას შესვლაზე პრობლემა, ნაცებს როგორ იცავენ კი იცით …
არც არჩევნები მაინტერესებს, არც პარტიები, მაინტერესებს ფსიქიკურად დაავადებული სისხლის მოყვარული მიშა! ვინც 7 ნოემბერს, 6 მაისს, და 26 მაისს გაწამეს, დამიკავშირდით, მოვუწყოთ “გულთბილი” დახვედრა მიშას! მთავრობის იმედად ჩემი მტერი იყოს, ამათ მიშას დაჭერა რომ სდომოდათ აქ ჰყავდათ და არ გაუშვებდნენ ქვეყნიდან.”
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.
კომენტარები