აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომზე საუბრისას, ამბობს:
“მე მახსოვს, 2004 წლის ივნისში როგორ დამირეკა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა ზურაბ ჟვანიამ და მითხრა, რომ მათი ინფორმაციით, რუსეთი აპირებდა როკის გვირაბის გავლით სოფელ ჯავაში ტანკებისა და ჯავშანმანქანების შეყვანას. მაშინ ჟვანიამ დახმარება მთხოვა, რომ მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მთავრობისთვის ამის შესახებ.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ომისთვის ჯერ კიდევ 2004 წელს ემზადებოდა. ჩვენი და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შეცდომა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ არ გვჯეროდა, რომ რუსეთს შეეძლო ასეთი ომის დაწყება. ამიტომ, ჩემი ამოცანა მაშინ იყო, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დამემშვიდებინა.
მახსოვს, გერმანიაში ვიყავით, სადაც ე.წ. გაეროს გენერალური მდივნის მეგობრების ჯგუფი იყო შეკრებილი. იქ იყვნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები. მე მაშინ მათ ვუთხრი, რომ თუ დაუყოვნებლივ არ მოვახდენდით რეაგირებას, ჩვენ ვიქნებოდით ამ ომში დამნაშავეები. მაშინ ერთმა ადამიანმა გვერდით გამიყვანა და მითხრა- “მეთ, ხომ არ გაგიჟდი? რუსეთი არ აპირებს ომის დაწყებას”. მე კი ვუთხარი, რომ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არის. მოკლედ, ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ამ ინფორმაციის არ გვჯეროდა და ამისთვის ბოდიშს ვიხდი.”
კომენტარები