ამერიკაში მყოფი მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში გიორგი შენგელაიასთან მეგობრობაზე წერს:.
“საქართველოდან წამოსვლამდე, ალბათ 2-3 წლით ადრე, მე და გიორგი შენგელაია დავმეგობრდით. ორი სქელტანიანი სცენარი ჰქონდა დაწერილი, ორივეში მთვარი როლი – ჩემთვის. დამირეკავდა ხოლმე – “თინიკო, გიორგი ვარ შენგელაია” – მეტყოდა და დავთქვამდით შეხვედრის დროს.
მივდიოდი მასთან სტუმრად და ვლაპარაკობდით გაუჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არაფერში ვეთანხმებოდით ერთმანეთს, არ გვიჩხუბია. “არ გეთანხმებით” – ვეტყოდი წყნარად, “არ მეთანხმები და ნუ მეთანხმები” – მეტყოდა.
და ვიყავით კარგი მეგობრები და მეც ძალიან მომწონდა და მასაც ძალიან მოვწონდი.
ზაფხულის ის რამდენიმე საღამო დიღომში, გიორგი შენგელაია რომ ფარაჯანოვზე მიყვებოდა ამბებს, სამზარეულოში მომვლელი ქალები კისკისებდნენ და ჩვენ მსხალს ვჭამდით, ყველაზე ტკბილი სახსოვარია.”
კომენტარები