ბურკინა ფასოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაზარში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომატური ცეცლსასროლი იარაღიდან ათეულობით ადამიანი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, 30-მდეა ფატალურ შემთხვევათა რიცხვი აღნიშნული თავდასხმის შედეგად.
ადგილობრივთა თქმით, თავდამსხმელი სროლის მომენტში მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც დამიზნებითი სროლა დაიწყო ქაოტურად შეკრებილ ადამიანთა მიმართულებით. პოლიციის თქმით, მკვლელი ჯიჰადისტური ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. პარასკევს სწორედ ამავე დაჯგუფების წევრებმა მოაწყვეს თავდასხმა სავაჭრო მანქანების კოლონაზე მალის საზღვართან, რა დროსაც 15 ადამიანი გარდაიცვალა.
მთავრობა ტერორისტულ შეტევაზე სრულ პასუხისმგებლობას ალ-ქაიდას აკისრებს. მსგავსი შემთხვევები ძალზე ხშირია ბურკინა-ფასოში, რომლის დროსაც 300 000-მდე ბავშვი სისტემატურად ტოვებს სასწავლებელს საჯარო დაწესებულებებში მასობრივი თავდასხმების ინციდენტების გამო.
კომენტარები