19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის, ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ მომხდარის საკუთარ ვერსიებზე ისაუბრა:
„ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანური ფაქტორი არის მაპროვოცირებელი მისი გარდაცვალების. ეს ადამიანი იმყოფებოდა მდორე წყალში ამდენი ხნის განმავლობაში და შესაბამისად, არც დინებას, არც წყალს არანაირი მკვეთრი ზემოქმედება არ მოუხდენია. ხომ შეეძლო მაგალითად, რომ წაეღო.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ცხედარი ჩადეს ამ წყალში და არ გამოვრიცხავ იმას, რომ დაამაგრეს წყლის ფსკერზე, რომ დროზე ადრე ზემოთ არ ამოტივტივებულიყო. ყველა მასალით, რომელიც მოვიპოვეთ, ცალსახად ჩანს, რომ როცა ადამიანი წყალში იხრჩობა, 24 საათის განმავლობაში აუცილებლად უნდა ამოტივტივდეს, ამ ადამიანს კი, 4 დღე ეძებდნენ. აქ მეორე ვერსიაც შეიძლება იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი სადმე სხვაგან ჰყავდათ, შემდეგ ცხედარი მოიტანეს და წინა დღით ან ორი დღით ადრე წყალში მოათავსეს“
კომენტარები