როგორ შევუქმნი ივანიშვილს კოალიციას, ჩემს შვილს პატიმრობა შეუფარდა პროკურატურამ, – ეს განცხადება ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, პარტია „თაობები საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა შოთა შალელაშვილმა გააკეთა.
შალელაშვილი ამტკიცებს, რომ მისი ახალი პარტია ივანიშვილის სატელიტი არ არის.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კოალიციური მთავრობის ფორმირებას ემხრობა. ფიქრობს, რომ ოპოზიციამ გაერთიანება უნდა მოახერხოს.
ეს ჭორი რომ გავფანტო, რომ მე ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტია ვარ, რომ ივანიშვილს შევუქმნი კოალიციას, რომ გავფანტოთ, მაგალითს გეტყვით – როცა გადავწყვიტე პოლიტიკაში დაბრუნება, დამირეკეს პროკურატურიდან – დამკითხეს მეც და ჩემი მეუღლეც, ჩემს შვილს პატიმრობა შეუფარდეს, ეს ბატონი ივანიშვილის გარეშე ხომ არ შეიძლებოდა – როგორ შეიძლება მე ვიყო იმ ადამიანთან, რომელმაც ჩემს შვილს 8 წლის უკან დასრულებულ გამოძიებაზე პატიმრობა შეუფარდა. ვარ თუ არა სატელიტი ან ივანიშვილის წარმონაქმნი – არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, მე ვზრუნავ ქვეყანაზე. მე თუ სადმე ვთქვი, რომ ივანიშვილი თუ აიღებს მაღალ პროცენტს, პროცენტულად თუ ყველაზე დიდი პარტია იქნება და მას იმისთვის, რომ ხელისუფლება არ დათმოს და რყევები არ მოხდეს ქვეყანაში – ლუკაშენკო ხომ გახსოვთ, როგორი პროცენტით წააგო ბელარუსში და ავტომატით დარბოდა, მე არ მინდა, ივანიშვილი და მისი გუნდი დავინახო, რომ დარბიან ავტომატით, იმიტომ, რომ ეგენი არავითარ შემთხვევაში მშვიდობიანად, არჩევნების გზით არ გადააბარებენ ხელისუფლებას, დიდი უპირატესობით უნდა მოიგოს ოპოზიციამ,“ – ამბობს შალელაშვილი.
შალელაშვილი განმარტავს, რომ მმართველი გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ სიტყვებს უღალატა.
ივანიშვილი მართლა ჩემთვის იყო 21-ე საუკუნის მოვლენა, რომელმაც ადამიანებს რწმენა დაუბრუნა. როდესაც 2018 წელს ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ჩემზე ბედნიერი კაცი არავინ იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ დაალაგებდა იმას, რაც მე დავინახე ქართულ ოცნებაში. ქართულ ოცნებაში, უმრავლესობის უმრავლესობაში უმრავლესობის უმრავლესობა უფუნქციოდ იყო დარჩენილი და 5-6 კაცის შეკრების საფუძველზე უნდა შესრულებულიყო, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. მე რომ ვნახე, რომ ივანიშვილი არ აკეთებდა იმას, რასაც საუბრობდა, გადავწყვიტე დამეტოვებინა პარლამენტი,“ – ამბობს შალელაშვილი.
tv pirveli
კომენტარები