უფლებადამცველი, მარიკა არევაძე:
“❌️ ვიღაცა არაადამიანმა, არაკაცმა ჩათვალა რომ უფლება აქვს იძალადოს !!!
❌️ ეს არაადამიანიც დამნაშავეა იმაში, რომ ჩათვალა და თავს უფლება მისცა ეძალადა და არაფრად ჩაეგდო ქალის სურვილი, ნება და ღირსება. კი, ეს არაკაციც დამნაშავეა და არამარტო ის !!!
? მთელი საზოგადოება დამნაშავეა 15 წლის ბავშვის წინაშე, დამნაშავეა:
– ყველა მღვდელი, რომელიც ქადაგებს ქალის მორჩილებას და კაცის ბატონობას;
– შავბნელი ძალების წარმომადგენლები, რომლებიც თავებს კონსერვატორებს უწოდებენ და საჯაროდ ქადაგებენ ძალადობას;
– ხელისუფლება, რომელიც არ სჯის რამიშვილის ნაირ მოძალადეებს და ამით ახალისებს ქალის მიმართ ძალადობას;
– ოჯახები, რომლებიც თავადაც ძალადობაში არიან და ეს ნორმად აქვთ მიღებული და თან ზრდიან მოძალადეებს;
– მშობლები, რომლებიც არ არიან შვილების მეგობრები. ვერ ამჩნევენ შვილის შეცვლილ და დეპრესიულ ხასიათს. მშობლები, რომლებთანაც შვილებს ეშინიათ მათი პრობლემების შესახებ საუბარი, რომ ისევ ძალადობის ან გაკიცხვის მსხვერპლი არ გახდნენ;
– საზოგადოება, რომლისთვისაც ყველაფერში დამნაშავე როგორღაც მაინც მსხვერპლი ქალია…
➡️ ქალი არც ნივთია და არც საგანი, რომელსაც შეიძლება მისი სურვილის და ნების საწინააღმდეგოდ მოექცე. არც უუფლებოა დ არც რაიმეთია ნაკლები კაცზე !!! ქალს არ ევალება ვინმეს ემორჩილებოდეს და არც არავისი უნდა ეშინოდეს !!!
❗️დედებო, არავის მისცეთ უფლება იძალადოს თქვენს გოგო შვილებზე. არც მამებს, არც ქმრებს, არც მეზობლებს და არც მორალისტ საზოგადოებას !!!
საშინლად მტკივა გული, რომ კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე დასრულდა, თან რის გამო ?!”
კომენტარები