ქვემო სვანეთის სოფელ დურაშის მაცხოვრებლები:
“ჩვენ ყველაფრის პრობლემა გვაქვს, ცენტრალური გზიდან შორს ვცხოვრობთ, 5 საათზე უნდა ავდგეთ და გავიდეთ გარეთ, რომ 7 საათიან მანქანას მივუსწროთ, რომელი გავა 5 საათზე გარეთ – მგლებია ღამით გარეთ! შარშან ორი მგელი დახვდა ჩემს მეზობელს, გარეთ რომ გავიდა.
ბავშვებს რომ შეხვდეს მგელი და რამე ცუდი საქმე მოხდეს, მერე კი შეიბერტყავენ ყურს და მანამდე არავინ გვითვალიწინებს.
ვეხვეწებით “ასფალტი” გაგვიკეთეთ-თქვა, ორი კილომეტრია სულ, ასეთს რას ვთხოვთ სახლმწიფოს? დამრჩენი სოფელი ვართ და უკაცრიელი გზა უნდა ამოვიაროთ.
რო ვეხვეწებით “შოფერს” დაგიმატებთ ფულს და აგვიყვანეთ-თქვა, ცუდი გზები გაქვთ და მანქანას ვერ გავაფუჭებთო
ჩვენი მაჟორიტარი არც ვიცით ვინაა, არ მოსულა საერთოდ.
ტელევიზორი გამორთული გვაქვს, მოგვიშალეს ნერვები, საქმეს ისინი არ აკეთებენ, ჩხუბობენ, ჩხუბობენ, ჩხუბობენ, რას ვერ იყოფენ ვერ გავიგე.
პატარა ბავშვები რომ ჩხუბობენ, ისე არიან.
7 ბავშვია ახლა ბაღის ასაკის და სთხოვდნენ ბაღის აშენებას, მაგრამ იქეთ უნდა გავხსნათ, ცენტრშიო, აქიდან პატარა ბავშვი ზამთარში როგორ უნდა ატარო? ახლა წელსაა ასეთი ზამთარი, თორე, შარშან ამ დროს ვინ გავიდოდა გარეთ, იმხელა თოვლი იყო საერთოდ.
რო მოხედონ ჩვენნაირ ხალხს, სოფელს მოხედონ და მთას მოხედონ.”
წყარო: მთის ამბები
კომენტარები