სტრატეგია აღამაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს ეხმაურება. მისი თქმით თავისუფალი არჩევნებისთვის ანგარიშში ნახსენები დემოკრატიის გამოწვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დამსხვრეული ოცნებების პარტიას.
” თავისუფალი არჩევნებისთვის ანგარიშში ნახსენები დემოკრატიის გამოწვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დამსხვრეული ოცნებების პარტიას, რადგან ქვეყანაში ხდება მიკერძოებული აღსრულება, პოლიტიკური სახის მართლმსაჯულება და ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ისევე როგორც ამომრჩეველთა მოსყიდვას და დაშინების ფაქტებს. არ იქნა სრულად გათვალისწინებული ასევე ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ეს არჩევნები არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიის ტესტი და ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გავაკეთებთ პარტნიორი ქვეყნების და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა იყოს დაცული მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ქმედებებისა” – აცხადებს თეონა აქუბარდია.
კომენტარები