პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნამდვილად არ მაინტერესებს, სად დამასაფლავებენ.
არც ის მაინტერესებს, ვინ და რა სიხშირით ივლის ჩემ საფლავზე.
რატომ?
ყველა საკუთარი თავიდან გამოდის და იმიტომ. ვერანაირ განსაკუთრებულ სიახლოვეს საფლავზე მისვლის დროს ვერ ვგრძნობ მასთან, ვის საფლავზეც მივდივარ. უფრო მეტიც – გაფიქრებაც არ მინდა რა ხდება იქ, სიღრმეში. დავდივარ იმიტომ, რომ მოვუარო იქაურობას და კიდევ იმიტომ რომ ეს ასეა მიღებული. ვინც მიყვარს და მახსოვს, ის სულ მიყვარს და მახსოვს.
თქვენი ჭირიმე რა! ისეთ ადგილას დამასაფლავეთ, სადაც არავინ იკითხავს, ამას აქ რა უნდაო და ნერვებს მოუშლის ჩემ შვილებს. საერთოდაც, კრემაციის მომხრე ვარ და თუ ამის საშუალება იქნება, დამწვით და რასაც გინდათ იმას მომაყარეთ.
ნეტაი იმას, ვისაც მიწაში ეგულება ის ვინც უყვარდა.
თუ ის საერთოდ სადმეა, მიწაში ნამდვილად არაა …
მოკლედ, ჩათვალეთ ეს ოფიციალურ ანდერძად და სხვა თუ არაფერი, ეს მაინც შემისრულეთ – თქვენც მეტი ადგილი დაგრჩებათ კაი პრესტიჟულ ადგილებში დასამარხად…”
კომენტარები