„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე:
„საქართველო ყველა ქართველის სამშობლოა, შესაბამისად, ყველა ქართველს აქვს უფლება იყოს საქართველოს მოქალაქე (განაკლისის შემთხვევების გარდა) და სახელმწიფო ვალდებულია ეთნიკურ ქართველს გამარტივებული წესით მისცეს საქართველოს მოქალაქეობა!
ამისთვის საჭიროა მოქალაქეობის კანონში განიმარტოს, თუ ვინ ითვლება ქართველად.
2018 წელს პარლამენტში წარვადგინე კანონპროექტი, სადაც უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამკაცრებასთან ერთად, ვითხოვდი ქართველი ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას, ხოლო ეთნიკურ ქართველის დეფინიციას განვმარტავდი შემდეგნაირად: ეთნიკური ქართველი – პირი რომელიც ატარებს ქართულ გვარს, თავს მიიჩნევს ქართველად და იცის ქართული ენა!
მალე პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა გაიმართება, რომელიც დეკლარირებულია, როგორც მოქალაქეობის გამარტივება და ზრუნვა თანამემაულეებზე, რეალურად კი ყველასთვის მარტივდება, კვლავ დავაყენებ ამ საკითხს!
დანაშაულია, როდესაც ჩვენს თანამემამულეებს, ემიგრანტებს, მათ შორის ჰერელებსა და ფერეიდნელებს სახელმწიფო მასიურად უარს ეუბნება საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე!
ზვიად ტომარაძე
20/06/2023“
კომენტარები