წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა პოლიციის სამმართველოში განმეორებით გამოკითხვაზე იმყოფება და გამოძიების კითხვებს პასუხობს
გია ხარჩილავა მომხდარს მის პოლიტიურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ის მაინც გაასაჯაროებს ფაქტებს, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ კორუფციულ საქმეებს უკავშირდება.
“დანაშაულის ადგილზე – ჩემი მოსაზრებით, ეს არის ადამიანის მიერ ჩადენილი, რადგან ადგილზე იხატება როგორ მოხდა ყველაფერი – არის კვალი წაკიდების, მთელი მექანიზმი როგორ მოხდა. ეს უკავშირდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს იმიტომ, რომ მკაცრად მივყვებით რეფომების კურსს და ანტიკორუფციულ კურსს, ვსწავლობთ როგორ მუშაობდა “ქართული ოცნება”,- ამბობს ხარჩილავა.
“სახელმწიფო მოხელე თუ არ არის სახელმწიფოში დაცული, იქ ჩვეულებრივი ადამიანი თავს დაცულად არ გრძნობს”,- ამბობს პარტია “ლელოს” წევრი, თამარ ბელქანია.
სავარაუდო დამანაშავეები პოლიციას ჯერ არ დაუკავებია. გრძელდება თვითმხილველების გამოკითხვები.
ცნობისთვის, გია ხარჩილავას მანქანა მისსასვე სახლის წინ გამთენიისას დაწვეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაწმვარი მანქანა კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. “მთავარი არხის” ინფორმაციით, გზის მეორე ნაპირიდან დიდი რაოდენობით საწვავის კვალია, ხოლო რამდენიმე მეტრში აღმოჩენილია ბოთლი, რომელიც სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე წაიღეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ფეხით გადაადგილდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.
კომენტარები