ენმ-ს ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და საკრებულოს დეპუტატი, გივი ცინცაძე, ჯერ კიდევ 24 აგვისტოს წერდა, რომ მას შემდეგ, რაც სოფელ ლესაში მდინარის კალაპოტი დააპატარავეს და იქ გზა გაიყვანეს, უხვი ნალექის გამო მოსახლეობას საფრთხე ემუქრება.
მისი ამ წერილიდან რამდენიმე დღეში, გივი ცინცაძის ოჯახს კუთვნილი ავტომანქანის საბურავები დაჭრილი დახვდა.
ცინცაძის მეუღლე, ირინა ზარანდია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს სქრინებს და წერს:
“დანაშაულს დანაშაულზე ამატებენ, დანაშაულის დაფარვას და ჩვენს გაჩუმებას კი, ამ გზებით ცდილობენ!რაც შეეხება ბუნებრივ სტიქიაც, ვიცით რომ, ყველანი ვართ უძლურები ბუნებრივი სტიქიის წინაშე. მაგრამ, ჩვენ ხელი კი არ უნდა შევუწყოთ არამედ, ხელი უნდა შევუშალოთ და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მზად, ასეთი უბედურებიების თავიდან ასაცილებლად!!!”
კომენტარები