არაფერს ვამატებთ “ალია”, მხოლოდ ფაქტებს შემოგთავაზებთ, მათ, ვისაც გაგიჩნდათ კითხვა, როგორია ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია, მხოლოდ მშრალ ციფრებს განახებთ, თქვენი თვალით ნახავთ რამდენი საქმეა გახსნილი 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით. გაუხსნელი საქმიდან, დაუსჯელი დამნაშავე რამდენად გაიმეორებს დანაშაულს – ამ კითხვაზე პასუხი, შს მინისტრისთვის და პრემიერისთვის მიმინდვია.
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2020 წელი – იანვარი აგვისტო
თვითმკვლელობამდე მიყვანა მუხლი 115 – 1549 საქმე – გახსნილი 5
სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა (მ. 240-245) – 166 შემთხვევა და გახსნილია 2 !!!!
ტრეფიკინგი (მუხლები 1431, 1432, 1433) 6 შემთხვევა – გახსნილია – 0 (არც ერთი არ არის გახსნილი, არც ერთი)
ტერორიზმი (მ. 323-3311)- 2 შემთხვევა და გახსნილი – 0 (არც ერთი)
მუხლები – 110 მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით 110, 111. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში 112. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა 113. მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, 114. მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით , 116. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით – სულ ჯამში ამ მუხლებით 197 საქმეა და გახსნილია – 2
120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და 126. ძალადობა საქმე 3552, გახსნილი 1016
141. გარყვნილი ქმედება და 138. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება 160 საქმიდან გახსნილია 69
გაუპატიურება 137 მუხლი – 78 საქმიდან გახსნილია 24
თავისუფლების უკანონო აღკვეთა მუხლი 143, საქმე 120, გახსნილია მხოლოდ 37
ქურდობა – 11 933 შემთხვევა და გახსნილია 2607
სატრანსპორტო დანაშაული დაზარალებულის სიკვდილით (მუხლები 276- V-VIII) – 217 შემთხვევიდან გახსნილია 68 (217 შემთხვევა მოხდა, არავინ იცის, თითო შემთხვევის დროს რამდენი ადამიანი დაიღუპა, ერთი თუ რამდენიმე და მხოლოდ 68 შემთხვევაა გახსნილი.
ყაჩაღობა (მუხლი 179) 80 შემთხვევიდან გახსნილია 59
თაღლითობა (მუხი 180) 817 შემთხვევიდან გახსნილია – 145
სამოხელეო დანაშაული (მ. 332-3421) 384 შემთხვევიდან გახსნილი 28,
მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (მუხლი 333) 217 შემთხვევიდან გახსნილია – 0 (არც ერთი). ესე იგი 217-მა ჩინოვნიკმა ჩაიდინა დანაშაული და გახსნილი – 0.
სამსახურებრივი გულგრილობა (მუხლი 342) – 41 შემთხვევიდან გახსნილია 1
დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ (მ. 364-
367) 10 შემთხვევიდან გახსნილია 1 (სასამართლო ორგანოები მაინც დაგეცვათ, ბატონებო!)
დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის
წინააღმდეგ (მ. 382-396) 45 შემთხვევიდან გახსნილია – 4
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (მ. 343-363) 1589 შემთხვევა უპოვნიათ ასეთი თავად და მერე თავადვე მხოლოდ 692 გაუხსნიათ.
დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი
ზნეობის წინააღმდეგ (მ. 246-2595) 133 შემთხვევიდან გახსნილია – 44
დაპირებისამებრ, “ალია” კომენტარს არ აკეთებს, რა კომენტარი სჭირდება იმას რომ ავტოავარიებსაც ვერ იძიებ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან მილიონობით კამერა იყიდე და დასაჯარიმებლად კარგად იყენებ, რა კომენტარი სჭირდება იმას, რომ ტერორიზმის ორი საქმე გქონია და ვერც ერთი გაგიხსნია, რა კომენტარი სჭირდება იმას რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების 217 შემთხვევიდან ერთიც არ არის გახსნილი?
წერილი პირადად პრემიერს ეძღვნება “ალიასგან”, იქნება, ახლა მაინც დაინახოს რა კავშირი გაუხსნელ საქმეებსა და დანაშაულის სტატისტიკას შორის, თუმცა, ბატონი შს მინისტრიც თუ წაიკითხავს, არ იქნება ურიგო, არავისთვის უწყენია ჯერ კითხვას და რაღა მინისტრს აწყენს!
ამბობენ, დანაშაულის რეგისტრირებული შემთხვევების გარდა, ერთი იმდენი დაურეგისტრირებელი შემთხვევებია, მაგრამ მაგაზე სხვა დროს მოვყვებით!
კომენტარები