ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა:
„ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია სწავლობს დღეს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას, საიდანაც არის განცხადება შემოსული. დამატებით 111 კლინიკის შემთხვევებსაც შრომის ინსპექცია შეისწავლის, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, თუ როგორი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სრულად იყოს დაცული, როგორც ანაზღაურების კომპონენტი, ასევე დამატებით იმ დანამატის ჭრილი, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს კლინიკებს.
დარწმუნებული ვარ, მოხდება უკანა რიცხვით იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც დღეს მიყენებულია სამედიცინო პერსონალის მიმართ“
მან კონკრეტული კლინიკის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ის კლინიკები არიან, რომლებიც კორონავირუსის მართვაში არიან ჩართული.„ეს, რა თქმა უნდა, დაბალი ზღვარია და თითქმის დანაშაულს უტოლდება“ – თქვა მან.
კომენტარები