ჟურნალისტი, ოდიშინიუსის დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა:
მაშ, ასე, რა ხდებაო?
დანებება შესთავაზეს, დღეს უკვე მეორედ, ხომ?
და რაო, რა უპასუხეს “აზოვმა” და საზღვაო ქვეითებმა?
აჰა:
პოლკ “აზოვისა” და საზღვაო ქვეითების მიერ დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები
უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადისა (დისლოკაციის ადგილი მიკოლაევი) და პოლკ “აზოვის” მებრძოლები ჯავშანტექნიკით გაიჭრნენ მარიუპოლის პორტისკენ, სადაც სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ნაცპოლიციის რამდენიმე დანაყოფი იყო დისლოცირებული. ამ უკანასკნელთ ტყვია-წამალი და საბრძოლო მასალები უმთავრდებოდათ.
ცეცხლის საფარქვეშ უკრაინელმა მებრძოლებმა შეძლეს “აზოვსტალის” ტერიტორიაზე გადაეყვანათ 500-მდე მესაზღვრე და ნაცპოლიციის წევრი.
წინასწარ დაგეგმილი ამ სპეცოპერაციის დროს რუსულ საოკუპაციო ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
კომენტარები