საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიასა და ისლანდიაში გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა და მუშაობას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC) აგრძელებს.
EPRC-ში გადასვლის შესახებ გიგიაძემ ფეისბუქზე დაპოსტა.
შეგახსენებთ, გიგი გიგიაძემ 2020 წლის ოქტომბერში განაცხადა: “სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, ბრალდება აბსურდულია”. ამ სიტყვებით მან მყისიერად დაიმსახურა “ოცნების” მხარდამჭერთა დიდი გულისწყრომა.
კომენტარები