სახელმწიფო უწყებები გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს მალავენ -კვლევა უწყებებში ფარული ხარჯების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ჩაატარა.
დადგინდა, რომ 18 უწყება არ ასაჯაროებს პირდაპირი შესყიდვების დოკუმენტებს. ხელშეკრულებებს ძირითადად უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამსახურები მალავენ.
“18 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მათ შორის არიან ისეთი მნიშვნელოვანი უწყებები, როგორებიცაა: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციული შეთანხმებების რისკს.”- ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
კომენტარები