ანი დვალიშვილი, ალია
ყველაზე საინტერესო და ყველაზე დაფარული თემა – დაზუსტებით ვიცით, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ არაოფიციალურად, მაგრამ ქართულ მხარეს რუსული სკოლების და ბაღების გახსნა მოთხოვა. ჰო, სკოლების, ბაღების და არა რუსული სექტორის დამატება. როგორც გვეუბნებიან, ხელისუფლება განათლების სამინისტროსთან ერთად, ამ მიმართულებას აქტიურად განიხილავს, ოღონდ…
„საუბარია უკრაინული სკოლების და საბავშვო ბაღების, ან სულაც ქართულ სკოლებში უკრაინული სექტორების გახსნაზე, სადაც სწავლა… რუსულ ენაზე იქნება, რადგან რუსული ენის სპეციალისტი ჩვენთან ბევრია, უკრაინულის კი თითქმის არა. შედეგად, ამ სექტორებში რუსეთის მოქალაქეების მიღებაც იქნება შესაძლებელი და ხელისუფლებაც თავს მარტივად იმართლებს, რატომ არ უნდა მიიღოს სკოლაში ან ბაღში რუსი მოსწავლე?! ეს ერთგვარად ორ ერს შორის შუამავლობად შეფასდება“, – გვეუბნება განათლების სფეროს მაღალჩინოსანი.
ჩვენ კი გვგონია, რომ რუსული სექტორის გახსნამ, შესაძლოა ქართულ სკოლებსა და ბაღებში რუსული სწავლა ნელ-ნელა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ რუსული ენის დომინაციას დააბრუნებს სკოლებში ზუსტად ისე, როგორც ეს კომუნისტების დროს იყო. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ახალი თაობა ამას არ დაუშვებს, მაგრამ გვერწმუნეთ, სწორედ ახალი თაობა ისრუტავს ყველაფერს და თან, თუ სხვა არჩევანი არ ექნებათ…
კომენტარები