მხატვარმა ზალიკო სულაკაურმა საქართველოში კორონავირუსთან მებრძოლ ადამიანებს მხატვარი- კარიკატურები მიუძღვნა.
“ჩვენი მადლობა და პატივისცემა ამ სამეულს!” – დაწერა ზალიკომ და თენგიზ ცერცვაძის, პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძის კარიკატურა გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს ცნობილმა კარიკატურისტმა საზოგადოების სურვილი გაითვალისწინა და მარია ეზუგბაიასა და მარინა ენდელაძის კარიკატურაც დახატა.
“დაპირებისამებრ, ესეც ჩვენი ქალბატონი მარინები… ასევე დიდი მადლობა და პატივისცემა მათ!”- წერს სულაკაური სოციალურ ქსელში.
კომენტარები