აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ექვსი აქტივისტი, მათ შორის ნიკა ნარსია დააკავა.
ადგილზე მისული სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან სურდათ შეხვედრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
კომენტარები