თბილისში, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპიდნენ.
სამოქალაქო აქტივისტები და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
უმაღლეს საბჭოსთან შეკრებილები საპროტესტო აქციას მართავენ და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას მოითხოვენ.
აქციაზე დაკავებულია რამდენიმე პირი.
კომენტარები