დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.
თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ დაწყებულ აქციებს სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორისი, სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მთავრობის სახლთან- ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის შენობის უკანა შესასვლელთან მისვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
მათ თორნიკე რიჟვაძის კაბინეტთან ბუშტები გაუშვეს, წარწერით “იმოქმედე, მშიშარა!“, ისინი რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან სხვადასხვა საკითხების განხილვა სურდათ.
სამართალდამაცველებმა ბუშტების გატანა სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
დაპირისპირების შედეგად დაზიანდა კარვებიც, რომლებიც აქციის მონაწილეებს აქვთ გაშლილი. ადგილზე აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებიან. დაპირისპირების შედეგად ადგილზე ერთ-ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელსაც დახმარებას ადგილზე უწევენ.
კომენტარები