ბათუმში, სავაჭრო ცენტრში ქართველსა და არაბს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. ერთ-ერთი მათგანი თავის დაცვას დანით ცდილობდა – ინფორმაციას TV25 ავრცელებს
გამოცემის ცნობით, დაპირისპირების მოტივი უცნობია. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, იდენტიფიცირებულია ერთი პირი. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები