გორის მერსა და სუს-ის რეგიონული ოფისის უფროსს შორის დაპირისპირების შესახებ ადგილობრივი მედია “მოზაიკა” , მერიის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს:
“ლადოს თავისი კადრების დანიშვნა უნდა. ვხედავთ კიდეც, რომ ძირითადად თავის გარემოცვას ასაქმებს, სუს-ს კი თავად უნდა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა. ესაა კონფლიქტის მიზეზი, რომელიც როგორც ვიცი, ხინჩეგაშვილსა და ნონიკაშვილს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მივიდა”, – უთხრეს ‘მოზაიკას”.
წყაროს ცნობით, დაპირისპირების გამო, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ერთი თვის წინ მერის პოსტის დატოვებაც სურდა.
კომენტარები