დაძაბული ვითარებაა თბილისის საკრებულოსთან. საკრებულოს წევრს ანა დოლიძის პარტიიდან, საკრებულოს დაცვის სამსახური დაუპირისპირდა. ნინო წულაძე ცდილობდა გადაეღება საკრებულოს აბრაზე გაკეთებული რუსული წარწერა, თუმცა ამის შესაძლებლობა დაცვის სამსახურმა არ მისცა და ჭიდაობა დაუწყო.
წულაძემ წითელი მარკერით გaდახაზა რუსული წარწერა და დააწერა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია.
დეპუტატი მოითხოვს, რომ აბრაზე მხოლოდ ორენოვანი წარწერა იყო და რუსული წარწერა საერთოდ ამორებულ იქნას აბრიდან.
“ეს სახელმწიფო არის აგრესორი და ეს აბრა, მე პირობას ვდებ, რომ აუცილებლად მოიხსნება”. – თქვა დეპუტატმა.
ფოტო – ტვ პირველი
კომენტარები