დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს სიმბოლიკა და ჩვენს აქციებზე არ დაიშვება – თქვა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, როცა 2 აქტივისტს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია ლგბტქ სამაჯურის გამო დაატოვებინეს.
“რაღაც დაპირისპირება თურმე მომხდარა გუშინაც და დღესაც ჰქონდა გარკვეულ პროვოკაციას ადგილი.
ჩვენი მოძრაობა ემიჯნება ზოგადად ყოველგვარ ძალადობას. ზოგადად ჩვენი პოზიციაა, რომ მშვიდობიანი უნდა იყოს ჩვენი პროტესტი ყველა ეტაპზე.
იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ყველა ადამიანს და ყველა მოქალაქეს და ყველას აქვს უფლება, თავის მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი. ამიტომ, ის დაპირისპირებები, რაც აქ ხდება, ძალადობის ნაწილში, ვემიჯნებით.
დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს გარკვეული სიმბოლიკები და ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ. ” – აცხადებს გოლეთიანი.
კომენტარები