რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყველა ვადა გავიდა.და აღდგომის ღამის კლასტერი არ არსებობსო, უკვე თვითონაც განაცხადეს.
გასაგებია, რატომაც იყო მაშინ და არის ახლაც შეტევა ეკლესიაზე. მაგრამ სხვა რამეც არის საინტერესო.
უკვე ორი თვეა მაინტერესებს. არ არსებობს პატრულის კლასტერიც, ჯარის კლასტერიც, დიდი მარკეტების კლასტერი, ოქროს და სხვა წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოების კლასტერი, ბანკების კლასტერი.
გაგიკვირდებათ და ჟურნალისტების კლასტერიც კი არ არსებობს. თითქოსდა ყველაზე დაუცველ სიტუაციებში არ ვრცელდება კორონავირუსი? რა? როგორც ამბობენ, სპეცეკიპირებაში მყოფი ექიმებიც კი ინფიცირდებიანო, და პატრულს, რომელიც მხოლოდ პირბადით დასდევს თვითიზოლიაციაში მყოფებს, გადაყავს დაინფიცირებულები კარანტინში, აჯარიმებს ხალხს, შლიან მარნეულის და ბოლნისის აქციებს, და რა ვიცი კიდევ დისტანციის დაცვის გარეშე რამდენ რამეს აკეთებენ, არაფერი ემართებათ.?არაფერი ემართებათ საყდრისის ოქროს მაღაროში გვერდიგვერდ მომუშავე ასობით ადამიანს?არაფერი ემართებათ ჟურნალისტებს ჯგუფებად რომ უვარდებიან პირში დაინფიცირებულ ადამიანებს?
რატომ, ვინც ჩამოვთვალე საჭირონი არიან? და საჭირონი არიან იმისთვის, რომ ქოცკლასტერი დიდხანს და კომფორტში იყოს?
და ნაცკლასტერი ამათ მუდმივ “ზაპასნოი იგროკად”? და დანარჩენი საქართველო ამიტომ გამოგვკეტეს?” დარჩისიცრუეში ” ?
ვაპროს ნე რიტორიჩესკი.”
კომენტარები