ნისლის გამო დარდანელის სრუტეში სატრანზიტო გემების მოძრაობა ორმხრივად შეჩერებულია. თურქული მედიის ინფორმაციით, ნისლმა განსაკუთრებით დილით მოიმატა, რამაც ხილვადობა შეზღუდა.
დარდანელის სრუტეში გემების ნავიგაციის სამმართველომ ჩრდილოეთ და სამხრეთით მოძრავი გემების კაპიტნებს აცნობა, რომ ადგილობრივი დროით 06:20 საათიდან სრუტე ორმხრივად დაკეტილი იყო სატრანზიტო გემებისთვის.
დარდანელის სრუტე ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში მდებარეობს და ეგეოსის ზღვას მარმარილოს ზღვასთან აერთებს. სრუტე საერთაშორისო წყლებს ეკუთვნის და ბოსფორთან ერთად შავ ზღვას ხმელთაშუასთან აკავშირებს.
კომენტარები