“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, “ტვ პირველის” ეთერში, ანაკლიის პროექტზე საუბრისას, ამბობს:
“ვინ შეასრულა ანაკლიის გაჩერების დავალება? ბატონმა გახარიამ. პირნათლად შეასრულა. ბოლო აკორდი იყო წერილის გადმოცემა. მე ძალიან მიკვირს მისი თანაპარტიელების გამოსვლა. თვალებში ხომ უნდა შევხედოთ ერთმანეთს? ამ ტყუილში ვერც თქვენი პარტია გაიზრდება და ვერც ვერაფერს გავაკეთებთ. გაგიკვირდებათ ახლა რასაც გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვართ მე და ბადრიც, რომ გახარიას დაწერილი არ არის ეს წერილი. უბრალოდ, მას როგორც შს მინისტრს დაავალეს ეს ამბავი და გადასცა ეს წერილი მის კაბინეტში.”
კომენტარები