საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ დავით ისაკაძის გუშინდელ ქადაგებას ეხმაურება, და წერს:
“დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს,”
შეგახსენებთ, დეკანოზი შოვში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა, რა დროსაც მამა დავითმა თქვა, რომ ღმერთმა შოვი ფესტივალის გამო დასაჯა.
კომენტარები