ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერ გახარიას გადაწყვეტილება გაახმოვანა და გვითხრა სად შეიძლება 10-ზე მეტი პირის თავშეყრა მთავრობის დადგენილების მიხედვით:
10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო.
10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში.
ასევე თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.
კომენტარები