გაიცანით 24 წლის ნიჭიერი მხატვარი, რომელიც უკვე მეორე პერსონალურ გამოფენას აწყობს შერატონ მეტეხი პალასის Ballroom Hall-ში.
9 თებერვალს, 16:00 საათზე
“მოგესალმებით, მე ვარ მარი ნარიაშვილი 24 წლის.
დავამთავრე სამხატვრო ათწლედი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-მიმართულებით – ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტური მოხატვა და კერამიკა. არაერთ კონკურსსა და ჯგუფურ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა და დღეისათვის უკვე მეორე პერსონალურ გამოფენას ვაწყობ.
ამ გამოფენას ჰქვია “დასაწყისი”, ვფიქრობ რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მომავალი წარმატებისთვის.
არსებული გამოფენის გამართვის იდეა ერთმა ნამუშევარმა გამიჩინა, რომელსაც სახელად „შთაგონება„ დავარქვი, ასევე ეს ნამუშევარი გახდა აფიშის სიმბოლოც. მოგეხსენებათ ჩემი ნამუშევრები გამოიკვეთება პასტელური ტონებით, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ნამუშევარში რაღაც სიმშვიდეა როგორც ტონირებულად ისე მონასმებით.
ამჯერად გამოიფინება 12 ზეთში შესრულებული ნამუშევარი , რომლებზეც 2019-2020 წლებში ვმუშაობდი. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება , როგორც ფერებით ასევე იდეურად.
ამჟამად ვმუშაობ „Mersedes Benz “- ში ქოლორისტის პოზიციაზე , და ეს ის ადგილია სადაც მუდმივი კონტაქტი მიწევს ფერებთან, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. “
მარი ნარიაშვილის მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართება – 2020 წლის , 9 თებერვალს . 16:00 საათზე. და გაგრძელდება 20:00 საათამდე.
მისამართი : შერატონ მეტეხი პალასი , თელავის ქ.#20.
კომენტარები