დასავლელი პარტნიორების მორიგი კრიტიკული წერილი საქართველოს ხელისუფლებას – ევროპელი მეგობრები “ქართული ოცნებისგან” ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 8 მარტს მიღწეული შეთანხმებისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და მხარს უჭერს საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტის შექმნას.
ევროპელი დეპუტატი თვლის, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის ხელშეკრულებას.
“ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, შესაძლოა, მიჩნეულ იყოს როგორც ნიშანი ნდობის მზარდი ხარვეზისა“- წერს მაღალჩინოსანი.
„თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით 8 მარტს მიღებული ხელშეკრულების განხორციელებას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ იმ საგანგებო გამოწვევების მიუხედავად, რომელიც მიმდინარე პანდემიამ წარმოშვა, შეთანხმების სასწრაფოდ აღსრულება, უმნიშვნელოვანესია. ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი დასტური, რომ პროგრესი განხორციელებულია და უზრუნველყოფილია 2020 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება“,- წერს ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის გამოგზავნილ წერილში.
ნიუპოსტი
კომენტარები