ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს ასეთი რამ თქვა:
მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში და საერთოდ კავშირში (რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებაში – მოკავშირე სახელმწიფოში) ეკონომიკა არა უბრალოდ, არამედ მოულოდნელად, ინტენსიურად მყარდება. აიღეთ ინფლაცია, უმუშევრობა. უმუშევრობის დონე ეცემა. რუბლიც შეშლილი ტემპით მყარდება – აქ რომ არ გადავამლაშოთ. მოულოდნელი რაღაცები ხდება, მაგრამ ეს მათთვის არის მოულოდნელი, ჩვენ ამას ველოდით. ეს შესაძლებლობების დროა. მათ, დასავლეთმა, ისე რომ ვერც მიხვდნენ, გვიბიძგა უფრო ინტენსიურად დავკავებულიყავით საკუთარი ეკონომიკით.”
კომენტარები