ჟურნალისტი, ქეთი ლომაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“იცის ღმერთმა როგორ მიხარია თითოეული ადამიანის დახმარება. გადასარევია მოზარდებზე 200 ლარი, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებიც (მე არცერთი არ მეხება), მაგრამ ჩვენო პრემიერო, მთავრობავ, პარლამენტარებო, სად არიან ამ დროს ვეტერანები?
უცებ გამილიონერდა ეს ხალხი და აღარაფერი სჭირდებათ თუ თავად სამშობლო აღარ გვჭირდება?
მოკლედ დასავლეთს რომ ედრებით, ისიც ნახეთ როგორ ექცევიან იქ ვეტერანებს. უნივერსიტეტებში ცოცხალ ლეგენდებად მიჰყავთ და ტრაკზე კოცნიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (სხვა პრივილეგიებზე აღარ ვსაუბრობ) თან ვიეტნამის ვეტერანები (დამპყრობლები).
ჩვენები ჩვენსას იცავდნენ, ისიც არ აცალეს (გაყიდული ომი) და პანდემიისას სიმბოლურად არ დაგეხმარო უბრალოდ სირცხვილია.
სამშობლო გაცილებით ძვირი ღირს!!!”
კომენტარები