ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი:
“„ქართული ოცნება“ უკვე წლებია აფინანსებს გეი–ორგანიზაციებს. დაფინანსება ხდება როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ხელით (ნაწილობრივ გადრაიცხვებით,ნაწილობრივ –ქეშით), ასევე, სახელწიფოსგან. ეს გეების დამცველი ორგანიზაციები იღებენ სახლმწიფო გრანტებს ადამიანთა უფლებების დაცვისთვის და ეს ფული ხმარდება გეების უფლებების დაცვას. საქმე ეხება მილიონობით ლარს. სოროსის დაფინანსებულს რომ ეძახიან, იმ ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ხელისუფლების დაფინანსებულია. ახლა ნახეთ, რა ხდება. ხელისუფლება წლებია აფინანსებს კონსერვატიულ ორგანიზციებსაც. მოკლედ, წლებია, ხელისუფლების დაფინანსებული კონსერვატიული ორგანიზციების წარმომადგენლები დასდევენ. სცემენ ხელისუფლების დაფინანსებულ გეი–აქტივისტებს და ჩვენ ამ კონცერტს ვუყურებთ. მეტიც, ამ კონსერვატიული ორგანიზაციების ლიდერები, წევრები აზრზე არ არიან, რომ არა მარტო „სოროსის ფონდის“ და სხვა დასავლური ფონდების დაფინანსებულ გეი–აქტივისტებს კი არ დასდევენ, მათ შორის ბევრია სახელწიფოს მიერ დაფინანსებული გეი–ჯგუფებიც.ამათი ნაძირლობა კიდევ სადამდე უნდა წავიდეს?
„ქართული ოცნება“–გამოაქვეყნეთ სია, 2016 წლიდან, რომელ გეი–ორგანიზაციებს მიეცით სახელმწიფო გრანტები და ვის რამდენი გადაურიცხეთ. მაგას მოაყოლეთ ის გრანტებიც, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს მიეცით. იმ პარტიებს, რომელთა ლიდერებსაც ყოველდღე მკვდარს და ცოცხალს აგინებთ. ხან ქვეყნის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებთ და ხან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. ჰო,“ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 5–ჯერ აღიძრა საქმე ოპოზიციის ლიდერების წინააღდეგ სახელმწიფო გადატრილების ბრალდებით,315–ე მუხლით და ამ მუხლით ჯერ ერთი კაცი არ დაუჭერიათ . მეტი რაღა ვთქვა?”
კომენტარები