ეს იყო ძარცვის იმიტაციის, ჩემი, როგორც ჟურნალისტის დაშინების მცდელობა იმიტომ, რომ ეს რომ ყოფილიყო რიგითი ძარცვა, ამ შემთხვევაში მანქანიდან წაიღებდნენ იმას, რაც ნახეს, ჩემი საათი ბავშვის საათი, სათვალე, პირადი ნივთები, რასაც ნებისმიერი ადამიანი მანქანაში ინახავს, ყველაფერი არის მანქანაში, არაფერზე ხელი ნახლები არ არის, წაღებულია მხოლოდ სამსახურებრივი გარე მეხსიერების ბარათი, სადაც როგორც ჟურნალისტი მასალის გადასაწერად და გადმოსაწერად ვიყენებდი.
ინტერესი ჰქონდათ საბუთების მიმართ, რომელიც მქონდა მანქანაში შესანახ ყუთში და გადმოყრილი იყო და სულ მიმოფანტული იყო ეს ფურცლები, ეძებდნენ რაღაც კონკრეტულ საბუთს, როგორც ჩანს და წაღებულია ყურსასმენები, რომლებიც მედო გარე მეხსიერების ბარათიდან ერთად.
თავდაპირველად დაიწყო ვერბალური მუქარები იცით, რომ იქნებოდა თავდასხმა ჩემზე. კოკა კაციტაძის უწყება, რომელიც დახელოვნებულია საქმეების თაროზე შემოდებით, ამ საქმეს უკვე ორი კვირაა იძიებს და ახალია ის ჩემთვის, როგორც დაზარალებულისთვის, რომ ახალი არაფერი არ არის, ახლა უკვე გადავიდნენ მოქმედებაზე და კონკრეტულად იყო ასეთი ძარცვის იმიტაციის დაშინების მცდელობა.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობის რეკორდი აქვს სპეცსამსახურებს ჩვენს ქვეყანაში, მე ამჯერადაც გავაკეთე შეტყობინება 112-ში. დაახლოებით, დილით 8 საათამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და მთელი ღამე გავათენე იქ, გამომძიებლებთან ერთად, რომლებმაც აიღეს თითის ანაბეჭდის ნიმუშები, სხვადასხვა ექსპერტიზისათვის საჭირო მასალები, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ იმიტომ, რომ ძალიან მარტივად შეძლო პოლიციას, გუშინ გადაახვია კამერები, ნახა, იცის გადაადგილების მარშრუტი, ეს ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, ახლა წესით დაკავებული უნდა ჰყავდეთ, მაგრამ ჟურნალისტებთან წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გომელაურის უწყება უბრალოდ ახალისებს და არ იძიებს”
ნოდარ მელაძის კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს.
კომენტარები