დათა ვანიშვილის გარდაცვალებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:
„პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დათა ვანიშვილი 19 მარტს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გამუდმებით იმყოფებოდა რუსული სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, მავთულხლართები კი ოკუპანტებმა სწორედ მისი ეზოს გავლით გააბეს.
კომენტარები