მწერალი დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს, – ამის შესახებ მისმა შვილმა ანაკო ტურაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:
„მინდა, რომ ყველა ადამიანს ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა. მამაჩემის ქებას ვერ დავიწყებ, ვიცოდი, რომ იგი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს ამ ქვეყანაში, მაგრამ ასე თუ უყვარდათ, მართლა არ ვიცოდი. უდიდესი მხარდაჭერა იყო დედაჩემის, ჩემს და რა თქმა უნდა, დათოს მიმართ. დათო ახლა არის სტაბილურად, გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელეს მკურნალობას, უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები. მან დიდი მადლობა დამაბარა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც იგი გადაარჩინეს და ის, რომ ახლა კარგადაა მათი დამსახურებაა“
კომენტარები