ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით – ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუქმდება. საგანგებო ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა სუს-ის მოქმედ თანამშრომლებს მიმართა, ერთი თვის განმავლობაში დატოვონ სამსახურები, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, მათ წინააღმდეგ, აშშ-სა და ევროპაში. სანქციები დაწესდება.
“ხელისუფლების შეცვლისთანავე, ეს სტრუქტურა ერთხელ და სამუდამოდ იქნება გაუქმებული ქართული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სივრციდან. მანამდე მოვუწოდებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყველა თანამშრომელს – ხელმძღვანელობიდან დამლაგებლებამდე: დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ ეს სამარცხვინო სტრუქტურა ერთ თვეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თქვენგანის მიმართ ევროპასა და ამერიკაში დაწესდება სავიზო, დიპლომატიური და საფინანსო სანქციები”
შალვა ნათელაშვილი ასევე “ნოდარ მელაძის შაბათის” სკანდალურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლითაც დგინდება, რომ სუს-ი ოპოზიცის ლიდერების შეხვედრებს იწერს, ხელისუფლების ოპონენტებს იწერს და პარტიებში აგენტები ჰყავს ჩანერგილი.
ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი სიძლიერე, მისი ორგანიზებული კრიმინალური სტრუქტურები, მისი ხელისუფლება დგას სუს-ზე, რომელიც ივანიშვილის პირადი უშიშროებაა.”
კომენტარები