ჟურნალისტი, ნინო სტურუა:
“ანტივაქსერი თავის თავს უშავებს პირველ რიგში, თუ უშავებს…
მაგრამ აი იმათ რა ვუყოთ, ვინც თვეები გვიმტკიცებდა, რომ
დაწყნარდით, მშვიდი და მწვანე ზონა ვართო;
ჩვენ წარმატებულად ვმართავთ კოვიდსო;
სამაგალითოები ვართ მსოფლიოშიო;
ვინც კოვიდის მართვისთვის მიღებული მილიარდები გაფლანგა და ჯიბეებში ჩაილაგა!!!
ვინც ჩაშალა და არ შემოიტანა ვაქცინები დროულად, იმიტომ რომ წილებში ვერ ჩასხდნენ?!
ვინც ისრაელის ნაჩუქარ წამლებზე უარი თქვა?!
ვინც ისეთ საავადმყოფოებს მართავს, სადაც სატურაციის საზომი კი არა ლეიბებიც კი არ აქვთ და პატრონებს სთხოვენ მიტანას!!!
მათ, ვინც კუბოებით გვემუქრებოდა აღდგომის ზიარების შემდეგ !!!
მოკლედ, რატომღაც მგონია, რომ აი ამ ყველას ყველაზე უფრო აწყობს რაც ახლა ხდება, აწყობს ისრების ანტივაქსერებზე გადატანა და მათზე ყველა სასიკვდილო დანაშაულის გადაბრალება!!!
და ადამიანებიც ასე მარტივად, ნუ როგორც ყოველთვის, დააბოლეს, ათრევინებენ ახლა ერთმანეთს და თავად მშვიდად განაგრძობენ ფულის პარვას!
რომ არ გასკდა მაგათი მუცლები!!!”
კომენტარები