ქართველი პარაოლიმპიელი ძიუდოისტი, ზვიად გოგოჭური დისკვალიფიცირებულია. ამის მიზეზი ტოკიოში, ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის ცემა გახდა.
საუბარია, 16 აგვისტოს იაპონურ გამოცემაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ქართველმა პარაოლიმპიელმა ტოკიოში სასტუმროს დაცვის თანამშრომელს გაუსწორდა.
გამოცემის თანახად, შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ძიუდოისტთა გუნდი კარანტინში იმყოფებოდა. გუნდის წევრები სასტუმროს კორიდორში ხმაურობდნენ, რის გამოც დაცვამ მათ შენიშვნა მისცა, ამის შემდეგ კი ძიუდოისტმა “დაცვა იატაკზე დააგდო. 60 წლის კაცს ნეკნის მოტეხილობა აქვს.”
საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, არ არის გამორიცხული მომხდარის გამო, ოლიმპიადაზე ასპარეზობა ზვიად გოგოჭურთან ერთად მყოფმა კიდევ ოთხმა სპორტსმენმაც ვერ შეძლოს.
პარაოლიმპიადა 24 აგვისტოს უნდა დაიწყოს.
კომენტარები