ტვ იმედის ინფორმაციით, გიორგი გახარია, ანა ბუჩუკურთან ერთად კაფეში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, ჯონი დიპიროს შეხვდა, რომელიც საქართველოში IRI-ის ხელმძღვანელია. ტელეკომპანია იმედი ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრაზე გიორგი გახარია დაიტუქსა და მას ხაზარაძესთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემობრუნება დაავალეს, ნებისმიერ ფასად, პირობების წამოყენების გარეშე, რათა არ იყოს ბარიერის გადალახვის პრობლემა.
გახარიას პარტიამ გავრცელებულ მასალას დეზინფორმაცია უწოდა.
გიორგი გახარიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს შეხვედრა რამდენიმე დღის წინანდელია, შესაბამისად, ვერ იქნებოდა საუბარი ჩაშლილ მოლაპარაკებებზე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს და გაერთიანებაზე საუბარი არ ყოფილა მთავარი თემა.
ამასთან, გიორგი გახარიამ, დღეს, 3 პირობა წამოაყენე და მისი თქმით, მხოლოდ ამ პირობების დათანხმების შემდეგ იქნება შეთანხმება შესაძლებელი.
კომენტარები