საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ანალიზის პასუხი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, მერის მეუღლეს კორონავირუსი გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდა. ის ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის, ინფორმაციით, მას დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს.
კომენტარები