ჭყონდიდის ეპარქიის სამწყსოს უმრავლესობა მოითხოვს, რომ მიტროპოლიტი სტეფანე დაუყონებლივ გადადგეს ჭყონდიდის კათედრიდან და დატოვოს ჭყონდიდის ეპარქია. ხსენებულ მოთხოვნას ამ ეტაპისთვის ხელი მოაწერა 10 000-მდე პირმა.
ხელმომწერთა აღნიშნული რაოდენობა მღვდელმთავრის კათედრიდან დამხობის მოთხოვნით დამოუკიდებელ საქართველოში უპრეცედენტო და ყველაზე მასშტაბურია. – “ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს.
ამ წუთებში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მრევლი არის შეკრებილი, სადაც კვლავ მიმდინარეობს ზემოთ ხსენებული მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს, გამთენიისას, მიტროპოლიტ სტეფანეს ხელმძღვანელობით საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნებმა სალხინოს მონასტრიდან გააძევეს ბერები, რომლებიც შემდგომ, რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციას ჰყავდა დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სალხინოს მონასტრიდან ბერების გაძევების ფაქტზე, სასამართლოში სარჩელი იქნება შეტანილი მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგ.
კომენტარები