ენმ–ის დეპუტატი, რომან გოცირიძე წერს, რომ “სერიოზული პრობლემა შეექმნა ქართულ ბიზნესს. საქართველოდან განხორციელებულ ზოგიერთ გადარიცხვას ამერიკული ბანკები აფერხებენ ხანგრძლივი, თითქმის ორთვიანი შემოწმებით:
“სერიოზული პრობლემა შეექმნა ქართულ ბიზნესს. საქართველოდან განხორციელებულ ზოგიერთ გადარიცხვას ამერიკული ბანკები აფერხებენ ხანგრძლივი, თითქმის ორთვიანი შემოწმებით, ნაწილს ფულს უკან უბრუნებენ, ნაწილის ფული დღემდე გაჭედილია უძრავად. ქართული ბანკები დუმან და ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. დაუყოვნებლივ განაცხადოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველო გახდა თუ არა დასავლეთისათვის არაკეთილსაიმედო ქვეყანა. უკვე მერამდენე შემთხვევაა აღნიშნული ფაქტის შესახებ რასაც მეუბნებიან პირადად. მაგ. “თი ბი სი-დან” განხორციელებული ორი გადარიცხვა თვეზე მეტია გაჩერებული ამერიკის ორ ბანკში და ამის შესახებ საქმის კურსშია ეროვნული ბანკიც, რადგან ეს ფირმა, ბევრისგან განსხვავებით, ასაჯაროებს პრობლემას.
დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, სანამ გვიან არ არის და მთელი ბიზნესი არ ჩავარდნილა საფრთხეში.”
კომენტარები