დუშეთში სოფელ პოვლეურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები – მეზობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭმა, საკუთარი მამიდა მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილია 59 წლის ნაირა გულბათაშვილი. ქალი მარტო ცხოვრობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 25 წლის კაცი ნათესავს სახლში მიუვარდა და მოკლა.
ამასთან პოვლეურში ამბობენ, რომ მამაკაცი ძალადობისკენ მიდრეკილია და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.
“მოკლული ქალი დღეს იპოვეს, ამბობენ, ნათესავმა მოკლაო. 25 წლის ბიჭია, დაურეკავს ძმისთვის და უთქვამს მამიდა მოვკალიო. როგორც გავიგე, ამ წუთებშიც ეძებენ” – აცხადებს “ნიუპოსტთან” ერთ-ერთ ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები