ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის თანადამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
ჩვენ დავკარგეთ 10 წელი იმაში, რო ვფიქრობდით, შეიძლება, ვიღაცა ბნელია, შეიძლება ვიღაცა რუსეთუმეა, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა არასწორად წამოსცდა, რომ საქართველომ ომი დაიწყო. ადამიანს ეუბნები, მტერი რომ ოჯახში შემოგივარდეს, თავდაცვითი ომიც კი დანაშაულიაო…
როცა ვამბობთ, რომ ეს დააზიანებს საქრათველოს ევროპულ მომავალს, საერთოდ არ აინტერესებთ ამათ ევროპული მომავალი, მათ აინტერესებთ, მხოლოდ საკუთარი თავი, რომ ვეუბნებით რომ ევროპაში არ შეგიშვებთ, ისინი ამბობენ, ნუ შეგვიშვებთ – მათი მიზანი ეს არის და ჩვენ ვეუბნებით, ასე თუ გააგრძელებთ თქვენი მიზანი ასრულდება.
რა უნდა ვქნათ ჩვენ? რომ გვქონდეს იმდენი ძალა და უნარი გაერთიანების, ყველამ ვიცით რა უნდა ვქნათ, ვიდრე ეს იქნება, არსებობს მეორე გზა, შეიძლება უფრო ეფექტური გზაც, ვიღაცამ, საქართველოს მეგობარმა მეგობარმა ვშინგტონში, ან ბრიუსელში, აიღოს ტელეფონი, დაურეკოს ივანიშვილს და უთხრას, ის 400 მილიონი კი არა, 400 ლარის მათხოვრად გაგხდით. სანქციები პირადად შენზე, პირადად შენი ოჯახის წევრებზე, ამ ხალხზე, ვისაც საქართველოს მთავრობა დაარქვი. ესენი უნდა მოვიშოროთ, უნდა ჩამოვირეცხოთ, როგორც ეროვნული სირცხილი.
კომენტარები