რუსმა ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა ანდრეი პიონტკოვსკიმ Україна 24-ის ეთერში საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა:
“ყურმოკრულით კი არ ვიცი, მე ხომ ქართულ არხებზე მეპატიჟებიან. მეგობრები მაფრთხილებენ კიდეც – სად მიდიხარ, ეს სამთავრობო არხია, ისინი ივანიშვილს ემორჩილებიან. იქ უკრაინის მიმართ არანაკლები თანაგრძნობაა, აღშფოთებაა რუსეთის საომარი დანაშაულების მიმართ …. აუცილებელია ივანიშვილი შეიყვანონ [სანქცირებულთა სიაში] – ხმამაღლა ვიმეორებ – დაუწესეთ ივანიშვილს სანქციები. ის საქართველოს ფარული მმართველია, ის შეშინებული გაიქცევა,რეჟიმი კი დაემხობა.
სწორედ ამას ამბობდნენ არახამია და არესტოვიჩი – ის ეხმარება პუტინს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ბაიდენს კი ეს არ მოსწონს. აი ამ ხაზით ერმაკს შეუძლია, ეს ბაიდენამდე ერთი სვლით მიიტანოს და საქართველო გაათავისუფლოს. წარმოგიდგენიათ, ეს როგორ ბიძგს მისცემს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიპუტინურ მოძრაობას?”
კომენტარები